მოცვი, წითელი ბულგარული წიწაკა და ცხარე წიწაკა დააბლენდერეთ და გადაიტანეთ ქვაბში. ადუღეთ საშუალო ცეცხლზე დაახლოებით 15-20 წუთი, სანამ მასა არ შესქელდება და სითხე არ შემცირდება. შემდეგ დაამატეთ შაქარი, მარილი და დაჭყლეტილი ნიორი. კარგად მოურიეთ და კიდევ 5 წუთი ადუღეთ. ბოლოს ჩაამატეთ ვაშლის ძმარი და წვრილად დაჭრილი ან დაბლენდერებული შაშკვლავი. კიდევ 1–2 წუთი ადუღეთ და გადმოდგით ცეცხლიდან. გააგრილეთ - გაციებისას სოუსი კიდევ უფრო შესქელდება. შესანახად, გადაიტანეთ სუფთა, ჰერმეტულად დახურულ ქილაში და შეინახეთ მაცივარში.