კარგად გარეცხეთ და გააშრეთ მწვანილები (ქინძი და ოხრახუში). გაასუფთავეთ ნიორი. წიწაკას მოაჭერით ყუნწები (სურვილისამებრ, თესლები შეგიძლიათ დაიტოვოთ სიმწარისთვის). ხორცსაკეპ მანქანაში (ან ბლენდერში) ერთმანეთში გაატარეთ წითელი ცხარე წიწაკა, ნიგოზი, ნიორი და ახალი მწვანილები ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებულ მასას დაუმატეთ უცხო სუნელი, დაფქული ქინძი და მარილი. კარგად აურიეთ ხელის ან კოვზის მეშვეობით, სანამ ყველა ინგრედიენტი და სუნელი თანაბრად არ გადანაწილდება. მზა აჯიკა გადაიტანეთ შესაბამის ჭურჭელში. ინახება მშრალ და გრილ ადგილას.