ლეღვს გააცალეთ კანი, დაჭერით და თეფშზე დაალაგეთ. გადააფარეთ საკვები ცელოფანი და ზემოდან ჭიქით მსუბუქად დააფიქსირეთ. შემდეგ მოხსენით ცელოფანი და დაამატეთ რუკოლა, პროშუტო და ბურატა. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. სოუსისთვის: შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო და მოასხით სალათას. მარტივი, დახვეწილი და უგემრიელესი - საუკეთესო ხემსი სასიამოვნო საღამოსთვის.