გარეცხეთ და მოხარშეთ ოსპი ცოტა წყალში ისე, რომ ლობიოსავით მოიხარშოს და არ ჩაიშალოს. მოხარშული ოსპი გადაწურეთ საწურში. ცალკე მოშუშეთ 2 ცალი ხახვი ზეთში. მოშუშული ხახვი, მარილი, შავი პილპილი, 1 ჩ/კ ლობიოს სუნელი და 1 ჩ/კ მშრალი აჯიკა დაუმატეთ ოსპს და კარგად აურიეთ. ღრმა ჭურჭელში ჩაასხით 700 გრ. თბილი წყალი, დაუმატეთ 20 გრ. ზეთი, 20 გრ. შაქარი და 15 გრ. საფუარი, კარგად გახსენით. დაუმატეთ 25 გრ. მარილი, 1 კგ. ფქვილი და მოზილეთ რბილი ცომი (საჭიროებისამებრ, ხელებზე რომ არ მიგეკრათ, შეგიძლიათ ცოტა ფქვილი დაამატოთ). გადააფარეთ ცომს ცელოფანი და ტილო, დაელოდეთ სანამ გაფუვდება (მინიმუმ ორჯერ უნდა გაორმაგდეს). გაფუებული ცომი გადმოიტანეთ მაგიდაზე, დაყავით დაახლოებით 200-გრამიან გუნდებად (იგივე რაოდენობის გუნდებად დაყავით ოსპის გულსართიც). ცომის გუნდები გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ცომის გუნდები გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში. ფრთხილად გაშალეთ (გავუშალოთ) რბილი და ელასტიური ცომი. აცხეთ გაცხელებულ ტაფაზე, უცხიმოდ, ძალიან დაბალ ცეცხლზე. ცხობისას ზემოდან გადაუსვით ზეთი (ან კარაქი).