კარაქი დაბალ ცეცხლზე გავადნოთ. დავამატოთ შედედებული რძე და თეთრი შოკოლადი. დაბალ ცეცხლზე, მუდმივი მორევით, გავაცხელოთ მანამ, სანამ შოკოლადი მთლიანად არ გადნება და ერთგვაროვან მასას არ მივიღებთ.გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ ვანილი და 150 გ ქოქოსის ფანტელი. კარგად შევურიოთ. თუ მასა ძალიან თხელი იქნება, ცოტა კიდევ ქოქოსის ფანტელი დავამატოთ.მასა გავაციოთ და შევდგათ მაცივარში 1–2 საათით.შემდეგ ხელისგულზე ავიღოთ პატარა რაოდენობა, შუაში ჩავდოთ ნუში და დავამრგვალოთ. თითოეული ბურთულა ამოვავლოთ ქოქოსის ფანტელში.მომზადებული რაფაელოს ბურთულები კიდევ 1 საათით შევდგათ მაცივარში.: ნუში წინასწარ ოდნავ მოხალეთ მშრალ ტაფაზე — ასე რაფაელოს კიდევ უფრო განსაკუთრებული გემო ექნება.