კარგად გარეცხეთ დანდური. ჩაყარეთ დანდური მდუღარე წყალში და ადუღეთ მხოლოდ 2 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ დანდური და გადაიტანეთ ცივ წყალში, რომ ფერი და სტრუქტურა შეინარჩუნოს. ცალკე ქვაბში ჩაყარეთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები და დაასხით 500 მლ წყალი. წამოადუღეთ, შემდეგ დაუმატეთ 60 მლ ძმარი და გადმოდგით ცეცხლიდან. ჭურჭელში (ან ქილაში) ფენებად ჩააწყვეთ მომზადებული დანდური, თან შიგადაშიგ მოაყარეთ დაჭრილი ნიორი და ჩაატანეთ სამწნილე წიწაკა. ზემოდან დაასხით ცხელი მარინადი, თავი მჭიდროდ დახურეთ და გააჩერეთ 12 საათის განმავლობაში.