გარეცხეთ და გაასუფთავეთ ვაშლი და ქლიავი, ამოჭერით ორივე ხილს კურკები. დაჭრილი ხილი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით 100 მლ წყალი და დადგით დაბალ ცეცხლზე. დაახლოებით ნახევარი საათის ხარშვის შემდეგ, მასა ხელის ბლენდერით ააქციეთ პიურედ, შემდეგ კი საწურში გაატარეთ ერთგვაროვანი და გლუვი მასის მისაღებად. მიღებული პიურე ისევ ქვაბში გადაიტანეთ, დაამატეთ 1 კგ შაქარი, კარგად აურიეთ და დაბალ ცეცხლზე ხარშეთ კიდევ 40 წუთის განმავლობაში. მზა ჯემი ცხელ-ცხელი გადაანაწილეთ სტერილიზებულ ქილებში და თავზე დაახურეთ.