მაღალ ჭიქაში ჩაასხით 200 მლ მზესუმზირის ზეთი და დაამატეთ 100 მლ ცივი რძე (უმჯობესია 3.2%-იანი). შემდეგ დაუმატეთ ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი, 1 ჩაის კოვზი ძმარი, 2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და 1 ჩაის კოვზი მდოგვი. ჩადეთ ბლენდერი (ხელის მიქსერი) ისე, რომ მისი თავი ჭიქის ძირში მოთავსდეს და დაახლოებით 10-15 წამის განმავლობაში არ გაამძრაოთ. როდესაც მასა თეთრქაფა და სქელი გახდება, თანდათანობით დაიწყეთ ბლენდერის ზემოთ-ქვემოთ აძრაობა, სანამ მთლიანი მასა ერთგვაროვან, სქელ მაიონეზად არ იქცევა.