ჯამში მოათავსეთ 4 ცალი კვერცხი, დაუმატეთ 150 გრ შაქარი და ვანილი, შემდეგ მიქსერით კარგად ათქვიფეთ, სანამ არ მიიღებთ თეთრ და ჰაეროვან მასას. ათქვეფილ მასას დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი და კვლავ ათქვიფეთ. ჩაამატეთ 200 გრ ფქვილი და 1 ჩაის კოვზი სოდა, შემდეგ მიქსერით ერთიან მასამდე ათქვიფეთ. მიღებულ ცომს დაუმატეთ 150 გრ დაჭრილი ნიგოზი და კარგად შეურიეთ ხის კოვზით ან სპატულით. გადაიტანეთ ცომი პერგამენტდაფენილ საცხობ ფორმაზე (გამოიყენეთ ღუმელის სტანდარტული ფორმა) და თანაბრად გაანაწილეთ. აცხვეთ წინასწარ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში, ზედა და ქვედა წვის რეჟიმზე ზუსტად 15 წუთის განმავლობაში. კრემის მოსამზადებლად ჯამში მოათავსეთ 2 ქილა მოხარშული შესქელებული რძე და 50 გრ კარაქი, შემდეგ მიქსერით კარგად ათქვიფეთ. გამომცხვარი ბისკვიტი გაჭერით ორ თანაბარ ნაწილად. პირველ ფენას წაუსვით მომზადებული კრემი, მოაყარეთ ცოტაოდენი ნიგოზი, დაადეთ მეორე ფენა, ზემოდან და გვერდებზეც თანაბრად წაუსვით დარჩენილი კრემი და ბოლოს მთლიანად მოაყარეთ 100 გრ ნიგოზი.