გაფცქვენით საზამთრო და სათლელით დაჭერით თხელ ფირფიტებად (როგორც ვიდეოშია ნაჩვენები). თითოეული ფირფიტა მჭიდროდ გადაახვიეთ რულეტებად. შეკარით ძაფით (ან სურვილისამებრ გამოიყენეთ ხის ჩხირები). 3 ლიტრ წყალში გახსენით 3 სუფრის კოვზი სოდა. ჩაყარეთ საზამთროს რულეტები და გაჩერეთ დაახლოებით 4 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ კარგად გარეცხეთ სოდიანი წყლით. ჩვეულებრივ წყალში წამოადუღეთ, შემდეგ გადაიტანეთ ყინულიან წყალში. მოამზადეთ სიროფი: რამდენი კილოცა არის საზამთრო, ზუსტად იმდენ კილოგრამ შაქარს გავუკეთებ და იმდენივე ლიტრ წყალს გავუკეთებ. სიროფში ვადუღებთ სულ 3-ჯერ, 15-წუთიანი ინტერვალით. მესამე წამოადუღებაზე აუცილებლად მოაცალეთ ძაფები, რადგან მოხარშული კანები უკვე გამყარებულია. ბოლო ხარშვამდე ჩაასხით ქილებში.