მოხარშეთ ტორტელინი მარილიან წყალში და გადადეთ გვერდზე. ტაფაზე მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და ჩერი პომიდორი. შემდეგ ჩაასხით ნაღები და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ პომიდორი არ დარბილდება და სოუსში კარგად არ გაიხსნება დაუმატეთ მარილი, შავი წიწაკა და პარმეზანი ბოლოს ჩაამატეთ მოხარშული ტორტელინი და კარგად გადაურიეთ, რომ სოუსი სრულად შეიწოვოს მიირთვით ცხლად და გემრიელად!