ჯამში ჩაასხით 4 კვერცხი და კარგად გათქვიფეთ. დაამატეთ 1.5 ლ ოთახის ტემპერატურის წყალი და შეურიეთ. ჩაამატეთ 750 გრ ფქვილი და კარგად აურიეთ. დაამატეთ 6–7 ჩაის კოვზი ზეთი (ვიდეოში გამოყენებულია ზეთისხილის ზეთი) და მარილი გემოვნებით. სურვილისამებრ, შეგიძლიათ დაამატოთ ნახევარი ჩაის კოვზი სოდა. მიღებული მასა კარგად გადაურიეთ. იმისათვის, რომ ზედმეტი არაფერი გაჰყვეს, გადაწურეთ ცომი საწურზე. გადაწურვის შემდეგ გააჩერეთ ცომი 20 წუთით ოთახის ტემპერატურაზე. ცხობისთვის გამოიყენეთ ელექტრო ტაფა (ან ჩვეულებრივი ტაფა). თითოეული ბლინის გამოცხობას დაახლოებით 5-დან 7 წამამდე სჭირდება. მოხარშულ ბრინჯს დაამატეთ მოხარშული და დაკეპილი ხორცი, მარილი, შავი პილპილი, სუნელები და კარგად აურიეთ. თითოეულ გამომცხვარ ბლინს შიგნით მოათავსეთ მომზადებული შიგთავსი და გადაახვიეთ რულეტისებრად.