კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ მიქსერით თეთრ,ღუნღულა მასად. დავუმატოთ ფქვილს გამაფხვიერებელი და ვანილი.რძე და კაქარი ერთად მოვათავსოთ ჯამში და მივიყვანოთ ადუღებამდე(არ ავადუღოთ). ეს ცხელი მასა დავუმატოთ ორ ეტაპად ზემოთ მომზადებულ კვერცხიან ცომს. გადავიტანოთ ფორმაში ზომით 24 სმ/დ გამოვაცხოთ 160_170 გრადუსზე 50 წთ წინასწარ გახურებულ ღუმელში. სანამ ბისკვიტი მომზადდება დასანამად მოცემული მასალა მოვათავსოთ პატარა ქვაბში,შემოვდგათ გაზქურაზე და მივიყვანოთ ადუღებამდე, მოვურიოთ, რომ კარგად გაიხსნას მასალა ერთმანეთში და მოვასხათ ცხელ ბისკვიტს, რომელიც წინასწარ ბევრ ადგილას ხის ჩხირით დავჩხვლიტეთ. უკვე კარგად გაგრილებული ნამცხვარი მოვრთოთ ზემოდან. გასაფორმებლად გამოვიყენე მოხარშული შესქელებული რძე ( უხდება ნიგოზიც).