დაჭრილი ვაშლი ჩავყაროთ ქვაბში, დავამატოთ 80 მლ წყალი და მოვხარშოთ, სანამ კარგად არ დარბილდება. დარბილებული ვაშლი დავაბლენდეროთ და მივიღოთ ერთგვაროვანი პიურე. პიურე შევაგრილოთ, შემდეგ დავამატოთ 40 გ ჟელატინი. მიღებული მასა მიქსერით ავთქვიფოთ დაახლოებით 20–25 წუთის განმავლობაში, სანამ არ გათეთრდება, არ გაფუმფულდება და ბეზეს მსგავს კონსისტენციას არ მიიღებს. გადავიტანოთ ფორმაში და გავასწოროთ. დაახლოებით 30 წუთში უკვე მზად არის, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ უფრო კარგად მყარდება.