ატამი გავთალოთ, კურკები მოვაშოროთ და დავჭრათ. დავაყაროთ შაქარი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე. ხარშვისას ზედაპირზე წარმოქმნილი ქაფი პერიოდულად მოვხადოთ. როცა ატამი კარგად დარბილდება, ხელის ბლენდერით დავაბლენდეროთ. მიღებული მასა ისევ დაბალ ცეცხლზე დავდგათ და ვადუღოთ დაახლოებით 1 საათი ან ცოტა ნაკლები, სანამ სასურველ სისქეს არ მიაღწევს. ბოლოს დავამატოთ ლიმონის წვენი და კარგად მოვურიოთ. სურვილის შემთხვევაში, კვიტინი დავამატოთ შეფუთვაზე მითითებული ინსტრუქციის მიხედვით. ცხელი ჯემი გადავიტანოთ წინასწარ გასტერილებულ, სუფთა და მშრალ ქილებში და მჭიდროდ დავახუროთ.