მასალა 26-28 სმ/დ ფორმისთვისაა. კვერცხი შაქართან ერთად ავთქვიფოთ 10-12 წთ განმავლობაში,სანამ მასა საგრძნობლად არ მოიმატებს მოცულობაში,არ გახდება ღია ფერის,ჰაეროვანი და ფაფუკი (გასამმაგდება).ფქვილს უშუალოდ გამოყენების წინ ვცრი და 2-3 ნაწილად ვუმატებ კვერცხიან მასას.ფქვილი ფრთხილად სპატულით შევურიოთ ქვემოდან ზემოთ ამოსატრიალებელი მოძრაობით რათა მასაში დაგროვილი ჰაერი შენარჩუნდეს.მზა ცომი გადავიტანოთ ფორმაში,რომლის მხოლოდ ძირზე გვაქვს საცხობი ქაღალდი ჩაფენილი.ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 150_160 გრადუსზე დაახლოებით 1სთ.დრო და ტემპ.დამოკიდებულია თქვენი ღუმელის თავისებურებაზე.მზაობა შევამოწმოთ ხის ჩხირით,თუ მშრალი ამოვა ე.ი ბისკვიტი მზად არის.უმჯობესია ცხობის პირველი 40 წთ ღუმელის კარი არ შევაღოთ,რადგან ბისკვიტი შეიძლება ჩავარდეს.გამოცხობის შემდეგ ბისკვიტი რამდენიმე წთ დავტოვოთ ფორმაში და ამის შემდეგ ამოვიღოთ ფორმიდან.გაგრილებული ბისკვიტი შევფუთოთ საკვებ ცელოფანში და მოვათავსოთ მაცივარში მინიმუმ 8 სთ.