გარეცხილ და კურკაგამოცლილ ქლიავს მოაყარეთ შაქარი, ოდნავ ამოურიეთ და დატოვეთ გვერდით დაახლოებით 10–15 წუთი. ქლიავი შაქართან ერთად გადაიტანეთ ქვაბში და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. დაახლოებით 15 წუთში ხილი წვენს გამოუშვებს. ადუღებისას ზედაპირზე წარმოქმნილი ქაფი კოვზით მოაცილეთ. როდესაც ქლიავი კარგად ჩარბილდება, ქვაბი გადმოდგით და ხელის ბლენდერით ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაბლენდერებული მასა დააბრუნეთ გაზქურაზე და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. მომზადების დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩააყარეთ 2 შეკვრა კვიტინი (ჯემის გასასქელებლად) და ჩააწურეთ ცოტა ლიმონის წვენი. კარგად ამოურიეთ და ადუღეთ კიდევ 5 წუთი. ცხელი ჯემი გადაიტანეთ წინასწარ გასუფთავებულ, გასტერილებულ და მშრალ ქილებში. ჭურჭელს მჭიდროდ დააფარეთ თავსახური და გააცივეთ.