კიტრი კარგად გარეცხეთ ცივ გამდინარე წყალში და მოაჭერით ყუნწები. მოათავსეთ კიტრი ცივ წყალში 2 საათით, რათა მწნილი ხრაშუნა გამოვიდეს. 1-ლიტრიან ქილაში ჩააწყვეთ მწვანილი (ნიახური, ოხრახუში, ცერეცო), ნიორი, დაფნის ფოთოლი, პილპილის მარცვლები და მწარე წიწაკა. მჭიდროდ ჩაალაგეთ გამზადებული კიტრი. დაამატეთ მარილი, შაქარი და თეთრი ძმარი. ქილა პირამდე შეავსეთ ცივი წყლით. ჩადგით ქილა წყლიან ქვაბში. წყლის ადუღების მომენტიდან გაუკეთეთ სტერილიზაცია 5–7 წუთი, რის შემდეგაც სასწრაფოდ დახუფეთ.