დაჭერით საქონლის ძვლიანი ხორცი საშუალო ზომის ნაჭრებად. ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით ცივი წყალი და დადგით ცეცხლზე. ადუღებისას მოქაფეთ. დაბლენდერეთ პომიდორი. ქვაბში ჩააგდეთ მთლიანი, გათლილი ხახვის თავი. დაუმატეთ დაბლენდერებული პომიდორი, ტომატ-პასტა, მეგრული აჯიკა, ხმელი სუნელები და მარილი. კარგად გარეცხეთ ბრინჯი და ჩაყარეთ სუპში. დაჭერით ქინძი და ოხრახუში. როდესაც ბრინჯი და მოხარშული ხორცი გამზადდება, ჩააჭყლიტეთ ნიორი, დაამატეთ დაჭრილი მწვანილი და საიდუმლო ინგრედიენტი - დაფქული სუმახი სასიამოვნო სიმჟავისთვის. წამოადუღეთ კიდევ რამდენიმე წუთი, გამორთეთ ცეცხლი და მიირთვით ცხლად, ახლად დაჭრილი მწვანილის დამატებით.