ცილა ავთქვიფოთ მწ.მარილთან ერთად ღრუბლამდე.დავუმატოთ ნელ-ნელა შაქარი და მოვამზადოთ მყარი ბეზე. დავუმატოთ კვერცის გულები, თაფლი და ვანილი. დავუმატოთ ფქვილი, კაკაო და გამაფხვიერებელი ერთად და ბოლოს ნიგოზი. გადავიტანოთ ფორმაში ზომით 30სმ/დ და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე. მასალა არის 1 ბისკვიტის. მოვამზადე 2 ბისკვიტი. კრემი: გამოვიყენე 250 გრ რბილი კარაქი და 2 ქილა მოხარშული შესქელებული რძე. ფენებს შორის კრემთან მოვაყარე ნიგოზი. ბისკვიტებს ძალიან თხელ ფენად გადავუსწორე თავები და გამოვიყენე ნაფხვენებად.დასანამად შეიძლება გამოვიყენოთ რძე.