ფორმა: 24 სმ დიამეტრი. კვერცხი და შაქარი ავთქვიფოთ, სანამ მასა არ გათეთრდება და არ მოიმატებს მოცულობაში.არაჟანს შევურიოთ გამაფხვიერებელი და დავამატოთ კვერცხისა და შაქრის მასას. შემდეგ ჩავასხათ გამდნარი და ოდნავ შეგრილებული კარაქი.ბოლოს დავამატოთ გაცრილი ფქვილი და ვანილი და ფრთხილად შევურიოთ.ცომი გადავიტანოთ 24 სმ-იან ფორმაში, ზემოდან დავალაგოთ თხლად დაჭრილი ატამი და გამოვაცხოთ 180°C-ზე დაახლოებით 40 წუთი.დრო ღუმელის მიხედვით შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს — მზადყოფნა ხის ჩხირით შეამოწმეთ.