ღრმა ჯამში ჩატეხეთ 3 ცალი კვერცხი, დაამატეთ 180 გ შაქარი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე და ფუმფულა მასის მიღებამდე (დაახლოებით 4–5 წუთი). მიღებულ ფუმფულა მასაში ჩაყარეთ მწიკვი მარილი, 1 შეკვრა (10 გ) გამაფხვიერებელი, 1 შეკვრა ვანილი და ჩაასხით 150 მლ ზეთი. ისევ კარგად გადაურიეთ მიქსერით. დაამატეთ 100 გ დაჭრილი ნიგოზი (ან ქიშმიში, სურვილისამებრ), 250 გ წვრილად გახეხილი სტაფილო და 1/2 ჩაის კოვზი დარიჩინი. ბოლოს ჩაყარეთ 250 გ ფქვილი და ხელის სათქვეფით კარგად აურიეთ ერთგვაროვანი, სქელი მასის მიღებამდე. მიღებული ცომი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ წინასწარ 170–180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში (ზედა-ქვედა წვით). მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით. მზა, ოდნავ შეგრილებულ კექსს მოაყარეთ შაქრის პუდრი, დაჭერით და მიირთვით! სამარხო ვერსიისთვის შეგიძლიათ კვერცხის ნაცვლად გამოიყენოთ წყალი.