კუსკუსს შევურიოთ გახეხილი სულგუნი, კვერცხი, დაჭყლეტილი ნიორი, კამა და მარილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ და პატარა ბურთულებად შევკრათ. ბურთულებს წავუსვათ ზეთი, ამოვავლოთ საფანელში და მოვათავსოთ აეროგრილში. Air Fry 210°C - 10 წუთიშემდეგ ამოვაბრუნოთ და Max Crisp 240°C კიდევ 10 წუთი. შედეგად მიიღებთ გარედან საოცრად ხრაშუნა, შიგნით კი რბილ და სულგუნიან ბურთულებს.