სამოთხის ვაშლები კარგად გავრეცხოთ. სურვილის მიხედვით რამდენიმე ადგილას მსუბუქად ჩავჩხვლიტოთ, რომ მოხარშვისას სიროფი უკეთ შეიწოვოს. ქვაბში ჩავასხათ 1 ლ წყალი, დავამატოთ 2.5 კგ შაქარი და მოვხარშოთ, სანამ შაქარი სრულად არ გაიხსნება და სიროფი არ მიიღება. მომზადებულ სიროფში ჩავაწყოთ სამოთხის ვაშლები და დაბალ-საშუალო ცეცხლზე მოვხარშოთ. ხარშვისას ქაფი საჭიროების შემთხვევაში მოვაცილოთ. სიროფი თანდათან უნდა შესქელდეს. ბოლოს დავამატოთ ვანილი, ლიმონის ნაჭრები და ¼ ჩ/კ ლიმონმჟავა. კიდევ რამდენიმე წუთი ვადუღოთ. ცხელი მურაბა ჩავასხათ წინასწარ გასტერილებულ ქილებში და მჭიდროდ დავახუროთ თავსახურები.