ქათმის ფილე დაჭერით სასურველ ზომაზე,შეწვით ტაფაზე, მაგრამ ისე რომ ძაან არ დაიბრაწოს, შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე. ცალკე ქვაბში მოხარშეთ პასტა და ცოტა პასტის ნახარში გადაინახეთ. იმავე ტაფაზე, სადაც ქათამი შეწვით, მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ნიორი და ერთად მოშუშეთ. დაამატეთ ტომატპასტა და პასტის ნახარში. კარგად აურიეთ და ადუღეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.5. შემდეგ ჩაასხით ნაღები, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. როგორც კი სოუსი წამოდუღდება, დაამატეთ შემწვარი ქათმის ფილე. ბოლოს ჩაყარეთ მოხარშული პასტა და ყველაფერი კარგად აურიეთ, რომ პასტა ნაღების სოუსით კარგად შეივსოს. სურვილისამებრ, მზა პასტას მოაყარეთ გახეხილი პარმეზანი.