კარგად გარეცხეთ. პომიდორს მოაცილეთ ყუნწები და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად. ბულგარულ წიწაკას მოაცილეთ თესლი და ისიც მსხვილად დაჭერით. გაასუფთავეთ რაოდენობის ხახვი და დაჭერით ოთხად ან მსხვილ ნაჭრებად. დაჭრილი პომიდორი, ბულგარული წიწაკა, ხახვი და მთლიანი წითელი ცხარე წიწაკა (3-4 ცალი) მოათავსეთ დიდ ქვაბში. დადგით ცეცხლზე და წამოადუღეთ. დარბილებული მასა გადმოიღეთ საწურზე, რათა ზედმეტი წვენი მოსცილდეს (ეს კეტჩუპს სასურველ სისქეს მისცემს). წვენგამოწურულ მასას დაამატეთ გარჩეული ნიორი (100 გრ). ყველაფერი კარგად დააბლენდერეთ ხელის ბლენდერით ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მიღებული მასა გატარეთ/გაწურეთ საწურში, რათა მოსცილდეს პომიდვრისა და წიწაკის კანის დარჩენილი ნაწილაკები და თესლი. შემდეგ მასა დააბრუნეთ ქვაბში და დადგით დაბალ ცეცხლზე. დაამატეთ: მარილი (5 ს.კ.), შაქარი (5 ს.კ.), ხმელი ქინძი (2 ს.კ.) და ვაშლის ძმარი (5 ს.კ.). ურიეთ კარგად და ადუღეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 30–40 წუთის განმავლობაში, სანამ მასა კიდევ უფრო არ გასქელდება. ცხელი კეტჩუპი ჩაასხით წინასწარ გასტერილებულ მინის ბოთლებში ან ქილებში და დაუხურეთ თავსახურები.