გასუფთავებული ნიყვი მოათავსეთ მშრალ, სქელძირიან ტაფაზე (წყლის დამატება არ სჭირდება). მოაყარეთ ცოტა მარილი, დააფარეთ თავსახური და დადგით ცეცხლზე. სოკო თავის წვენს გამოუშვებს და ამავე წვენში მოიხარშება. მას შემდეგ, რაც წვენი ამოშრება და ნიყვი მოიხარშება, დაამატეთ ერბო და მთლიანი/მსხვილად დაჭრილი ქინძი. მოურიეთ, დაარეგულირეთ მარილი გემოვნებით და მოთუშეთ დაბალ ცეცხლზე, სანამ ოქროსფრად არ დაბრაწება.