ტაფაში გაცხელებულ ზეთში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დაჭყლეტილი ნიორი ოქროსფერამდე. დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა. ტაფაში მოათავსეთ ფარში, კარგად დაშალეთ ხის კოვზით და შუშეთ, სანამ ფერს არ შეიცვლის. დაამატეთ ტომატ პასტა, სოიოს სოუსი, აჯიკა, დაღერღილი წიწაკა, პაპრიკა, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ, რომ არომატები ერთმანეთს შეერიოს. ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი, დაასხით 2 ჭიქა ადუღებული წყალი, დაახურეთ თავსახური და ხარშეთ დაბალ ცეცხლზე 15–20 წუთი, სანამ ბრინჯი წყალს სრულად არ შეიწოვს და არ დარბილდება. მოაყარეთ გახეხილი ყველი, დაახურეთ თავსახური 2-3 წუთით, რომ ყველი ჩადნეს. სერვირებამდე მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ახალი ქინძი.