წინასწარ დაფშხვენით 4–5 ცალი ორცხობილა. ქვაბში ჩაასხით 100 მლ რძე, დაუმატეთ 2-3 ს/კ შაქარი და 2 ს/კ კაკაო. გადაიტანეთ ქვაბი დაბალ ცეცხლზე დაურიეთ 1–2 წუთი, სანამ კაკაო და შაქარი კარგად გაიხსნება. დაუმატეთ 100 გრამი კარაქი და ურიეთ, სანამ სრულად არ გადნება. ჩაყარეთ დაფშხვნილი ორცხობილა და კარგად გადაურიეთ. (თუ მასა ძალიან სქელი გამოგივიდათ, შეგიძლიათ ცოტა რძით დაარეგულიროთ). უფრო ერთგვაროვანი და გლუვი ტექსტურის მისაღებად, გადაიტანეთ ბლენდერში და ერთხელ დააბლენდერეთ. გადაიტანეთ ქილაში და გემრიელად მიირთვით!