კვერცხი და შაქარი კარგად ათქვიფეთ 4–5 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გათეთრდება და არ გაფუმფულდება. შემდეგ დაამატეთ მაწონი და ზეთი და კარგად აურიეთ.ცალკე გაცერით ფქვილი, დაუმატეთ სოდა და ვანილი. მშრალი ინგრედიენტები ნელ-ნელა შეურიეთ თხევად მასას და ფრთხილად აურიეთ, სანამ ერთგვაროვან ცომს არ მიიღებთ. ზედმეტად არ მოურიოთ, რომ კექსი ფუმფულა გამოვიდეს.ფორმას წაუსვით ზეთი და ჩაასხით ცომი. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180°C-ზე დაახლოებით 35–45 წუთის განმავლობაში. პირველი 25–30 წუთი ღუმელი არ გააღოთ.მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით — თუ ჩხირი სუფთა ამოვა, კექსი მზადაა. გააგრილეთ და სურვილისამებრ მოაყარეთ შაქრის პუდრა. სურვილისამებრ, შეგიძლიათ გადაასხათ კაკაოს მინანქარი ან კაკაოს სიროფი.