საახალწლო ინდაური ვაშლით და ორნაირი პიურეთი - გამორჩეული და უცხო
საახალწლო ინდაური ვაშლით და ორნაირი პიურეთი - გამორჩეული და უცხო
დრო 180წთ
ულუფა 8
სირთულე რთული
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • რძე - 150 მლ
  • კარაქი - 110 გ
  • შაქრის პუდრი - 1 ს.კ
  • ვაშლი, მჯავე სახეობის - 500 გ
  • მოხარშული ჭარხალი - 1
  • კარტოფილი - 1.5 კგ
  • ინდაური - 3 კგ
  • კონიაკი - 100 მლ
  • მარილი და პილპილი
მომზადების წესები
გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე.
გათალეთ ვაშლი, 4-ად გაჭერით და გული ამოაცალეთ. ტაფაზე, 20 გ კარაქში შეაწითლეთ შაქრის პუდრასთან ერტად, შემდეგ თბილივე ჩაუდეთ ინდაურს მუცელში და ხის ჩხირით დაამაგრეთ.

გადაიტანეთ ინდაური ტაფაში, მოასხით 40 გ გამდნარი კარაქი, წაუსვით მარილი და პილპილი. შეწვით ღუმელში 2.5 საათის განმავლობაში, თან რეგულარულად ასხით თავისივე გამოყოფილი წვენი. თუ შეწვა დააკლდა, კიდევ დატოვეთ ღუმელში.
მზა ინდაური გამოიღეთ და დააფარეთ ფოლგა. წვის დროს გამოყოფილი წვენი გადაინახეთ.

ამასობაში მოხარშეთ კარტოფილი კანიანად, გაფცქვენით, დაჭყლიტეთ და დაასხით ცხელი რძე, დაამატეთ დარჩენილი კარაქიც. გათალეთ და ბლენდერში ერთგვაროვან მასად აქციეთ ჭარხალიც. შეურიეთ ცხელი კარტოფილის პიურეს ნაწილი.

ტაფაში, რომელშიც ინდაური შეწვით დაასხით კონიაკი, ნამწვები კარგად ააფხიკეთ, დაამატეთ 200 მლ წყალი და სწრაფ ცეცხლზე წამოადუღეთ. როცა წვენი განახევრდება, გადაწურეთ და გაფილტრეთ. ეს იქნება სოუსი .
ინდაური სუფრასთან მიიტანეთ ამ სოუსით, ორი სახის პიურეთი და იმ ვაშლით, რაც მუცელში ედო.