ავარჩიოთ კარგად დამწიფებული შინდი. გავრეცხოთ, კარგად გავამშრალოთ და გავაჩეროთ 3-4 დღე, რომ ბოლომდე დამწიფდეს და დარბილდეს. ამის შემდეგ გავხეხოთ. მნიშვნელოვანია: შეშრობის გარეშე არ გაბედოთ გახეხვა, თორემ ჯემი აგიმჟავდებათ! ყველაფერი ავურიოთ და გავაჩეროთ 1 კვირა (კარგად უნდა დადუღდეს). დილით და საღამოს აუცილებლად ურიეთ! შემდეგ გადაიტანეთ ქილებში. ინახება მაცივარში, თუმცა როცა გარეთ აგრილდება, შეგიძლიათ გრილ ადგილასაც გადაიტანოთ. ძალიან უხდება ნამცხვარ „ოპიუმს“, მოხარშულ ჭარხალს და უამრავ ტკბილეულს.