კვერცხი და შაქარი ხელის სათქვეფით კარგად ათქვიფეთ. დაუმატეთ ვანილი, შემდეგ ზეთი და კვლავ კარგად აურიეთ. ჩაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ქლიავი დაჭერით პატარა კუბებად და შეურიეთ ცომს, მასა არ უნდა იყოს სქელი. გადაიტანეთ ფორმაში და აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180°C-ზე 25–30 წუთის განმავლობაში. მზა პეროგს მოაყარეთ შაქრის პუდრი. მიირთვით გემრიელად!