ქლიავის ჯემის მომზადება: გარეცხეთ ქლიავი, მოაცილეთ კურკა, გადაიტანეთ ჭურჭელში და მოაყარეთ ცოტაოდენი შაქარი. ადუღეთ დაბალ/საშუალო ცეცხლზე. მიღებული მასა კარგად დააბლენდერეთ და დატოვეთ გასაგრილებლად. ბისკვიტის მომზადება: გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. 4 ცალი კვერცხის ცილა ათქვიფეთ გათეთრებამდე, დაუმატეთ 100 გრამი შაქარი და თქვიფეთ მყარი მასის მიღებამდე. ნელ-ნელა შეათქვიფეთ კვერცხის გულები. დაუმატეთ 100 გრამი ფქვილი და ფრთხილად შეურიეთ კოვზით ან სპატულით (ბისკვიტს არ სჭირდება გამაფხვიერებელი ან სოდა). გამოცხობა: მიღებული ცომი თანაბრად გადაანაწილეთ საცხობ ქაღალდდაფენილ ფორმაზე. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 10-12 წუთის განმავლობაში. აწყობა და გაფორმება: გამომცხვარი ბისკვიტის ფენა გააგრილეთ. წაუსვით მომზადებული ქლიავის ჯემი თანაბრად და ფრთხილად გადაახვიეთ რულეტის ფორმა რომ მიიღოთ. ზედაპირზეც წაუსვით ქლიავის ჯემი და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელი.