დავჭრათ კუბებად სტაფილო და კარტოფილი. დავიწყოთ ზეთში ხახვისა და ნივრის მოთუშვა. რომ გაფერმკრთალდება, დავამატოთ ჩვენი დაჭრილი ბოსტნეული, დავასხათ წყალი ან ბულიონი ისე, რომ დაიფაროს და მოვხარშოთ მზაობამდე. როდესაც მომზადდება, დავაბლენდეროთ ერთიანი მასის მიღებამდე, შევაზავოთ გემოვნებით - მარილითა და პილპილით, დავუმატოთ სულ ცოტა ნაღები და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. გამოვრთოთ და მივირთვათ ეს ძალიან გემრიელი და ჯანსაღი კრემ-სუპი გახუხულ პურთან ერთად.