თასში ჩატეხეთ 4 ცალი კვერცხი, დაამატეთ 180 გრამი შაქარი და მიქსერით კარგად ათქვიფეთ გათეთრებამდე და გაფუმფულებამდე (დაახლოებით 5-7 წუთი). გაფუმფულებულ მასაში ჩაასხით 100 მლ ზეთი (დაახლოებით 1 ჭიქა) და 180 მლ მაწონი ან კეფირი. კარგად გადაურიეთ ხელის სათქვეფით. ცალკე ჭურჭელში მოათავსეთ 250 გრამი ფქვილი, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ვანილი და 1 ჩაის კოვზი სოდა ან გამაფხვიერებელი. აურიეთ და საცერის მეშვეობით ჩააცერით მომზადებულ თხევად ცომში. კარგად გადაურიეთ ხელის სათქვეფით. ცომს დაახეხეთ 1 ლიმონის ცედრა (შეგიძლიათ გამოიყენოთ ვაშლი, ქლიავი ან სხვა სასურველი ხილი) და დაამატეთ ცოტაოდენი დაჭრილი ნიგოზი. ნაზად გადაურიეთ. ცომი გადაიტანეთ საცხობ ქაღალდჩაფენილ საცხობ ფორმაში. გამოაცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, ზედა-ქვედა წვით, 170–180 გრადუსზე, დაახლოებით 30–35 წუთის განმავლობაში. პირველი 20 წუთი ღუმელის კარი არ გამოაღოთ. მზადყოფნა შეამოწმეთ ხის ჩხირით. გამომცხვარ, გაგრილებულ ნამცხვარს ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრი.