ბადრიჯანი დაჭერით თხელ ნაჭრებად და დაალაგეთ საცხობ ფორმაზე. ზეთი შეურიეთ პაპრიკას და მიღებული მასა გადაუსვით ბადრიჯანს. გამოაცხვეთ 200°C-ზე, სანამ დარბილდება და კარგად მომზადდება.ქათმის ფილე მოხარშეთ მარილიან წყალში და გააცივეთ. შემდეგ ხელით დააქუცმაცეთ ან მიქსერით მსუბუქადწითელი და მწვანე ბულგარული წიწაკა დაჭერით წვრილად. ქინძი წვრილად დაჭერით, ნიორი კი დაჭყლიტეთ.გამომცხვარი ბადრიჯანი გააცივეთ და ხელით დაყავით პატარა ნაჭრებად. დაუმატეთ დაქუცმაცებული ქათმის ფილე, ბულგარული წიწაკა, მაიონეზი, არაჟანი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, შავი პილპილი და დაჭრილი ქინძი.ყველაფერი კარგად აურიეთ, რომ ინგრედიენტები თანაბრად შეერიოს სოუსს. საჭიროების შემთხვევაში დაამატეთ მარილი ან შავი პილპილი გემოვნებით.მომზადებული სალათი შედგით მაცივარში დაახლოებით 30 წუთით, რათა გემოები უკეთ შეერიოს ერთმანეთს.