ქათმის ღვიძლი წამოადუღეთ, შემდეგ კარგად გარეცხეთ და გადაწურეთ. ტაფაზე გააცხელეთ ცოტაოდენი ზეთი და მოათავსეთ ღვიძლი. შეწვით საშუალო ცეცხლზე, სანამ ოდნავ მოიბრაწება. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა და დაუმატეთ შემწვარ ღვიძლს. ერთად მოშუშეთ დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. დაამატეთ არაჟანი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, შავი პილპილი, პაპრიკა და უცხო სუნელი. ყველაფერი კარგად აურიეთ და დაბალ ცეცხლზე წამოადუღეთ. ხარშეთ კიდევ რამდენიმე წუთი, სანამ სოუსი ოდნავ შესქელდება და არომატები კარგად შეერევა.