ცომი გააბრტყელეთ, გულსართი გადაანაწილეთ, რულეტივით მჭიდროდ გადაახვიეთ და დაჭერით ნაჭრებად. თავზე გადაუსვით კვერცხის გული და რძის ნაზავი და გამოაცხვეთ 180°C-ზე 30 წუთი. ნიგვზიანი გულსართი: ნიგოზი, ვანილი და შაქარი აურიეთ, დაუმატეთ კვერცხის ცილა და კარგად შეურიეთ. კარაქიანი გულსართი: ფქვილი, ვანილი, შაქარი და კარაქი ხელით დაფშვენით, სანამ ფხვიერ მასას არ მიიღებთ.