ლობიო გარეცხეთ და მოხარშეთ. პირველი წყალი გადაუღეთ, შემდეგ დაასხით ახალი წყალი და გააგრძელეთ ხარშვა, სანამ ლობიო კარგად არ დარბილდება.ცალკე ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. როცა დარბილდება, დაამატეთ ტომატ-პასტა და ლობიოს სუნელები.დაასხით ცოტა ლობიოს ნახარში და რამდენიმე წუთი ერთად მოთუშეთ, რომ სუნელები და ტომატი კარგად გაიხსნას.როცა ლობიო მოიხარშება, ტაფაზე მომზადებული მასა ჩაამატეთ ლობიოში და კარგად აურიეთ.დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი და კიდევ 2–3 წუთი ადუღეთ.ბოლოს ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ახალი ქინძი, ოხრახუში და ნიახური.გადმოდგით ცეცხლიდან და რამდენიმე წუთით დაასვენეთ.გამოაცხვეთ მჭადები და მიირთვით გემრიელად!