კვერცხი, შაქარი და ვანილი 7–8 წუთის განმავლობაში კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ ზეთი, მაწონი და ისევ შეურიეთ. ცალკე გაცერით ფქვილი, კაკაო, სოდა და მარილი. მშრალი ინგრედიენტები ნელ-ნელა შეურიეთ სველ მასას, ბოლოს კი დაამატეთ შოკოლადის ნატეხები. ცომი ჩაასხით ცხიმწასმულ ტაფაში და გამოაცხვეთ გაზქურაზე, მაქსიმალურად დაბალ ტემპერატურაზე. ცხობას დაახლოებით 30–45 წუთი სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ პირველი 25 წუთის განმავლობაში ტაფას თავსახური არ უნდა ახადოთ. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.