გააცხელეთ ღუმელი 180°C-მდე. ერთ ჯამში აურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა, მარილი, დარიჩინი და ჯანჯაფილი. მეორე ჯამში ათქვიფეთ თეთრი და ყავისფერი შაქარი, კვერცხი და ვანილი გათეთრებამდე. დაუმატეთ რძე, ზეთი და გამომცხვარი გოგრის პიურე. შეურიეთ მშრალი და სველი ინგრედიენტები ერთმანეთს. ბოლოს დაუმატეთ დაჭრილი ნიგოზი და ნაზად გადაურიეთ. გადაიტანეთ ცომი საცხობ ფორმაში და გამოაცხვეთ 180°C-ზე დაახლოებით 35–45 წუთი (შემოწმეთ ხის ჩხირით). კრემის მომზადება: ცივი ნაღები, კრემ-ყველი და შაქრის პუდრა ათქვიფეთ მიქსერით ერთგვაროვანი, ჰაეროვანი მასის მიღებამდე. გაციებულ ნამცხვარს ზემოდან გადაუსვით მომზადებული კრემი, მოაყარეთ დარიჩინი და სურვილისამებრ მიირთვით თაფლთან ერთად.