ცომი: თასში მოათავსეთ კვერცხი, შაქარი, კარაქი და თაფლი. დადგით ორთქლის აბაზანაზე და ურიეთ, სანამ შაქარი და კარაქი სრულად არ დნება და მასა ერთგვაროვანი გახდება.ჩაამატეთ სოდა — მასა დაიწყებს აქაფებას და მოცულობაში გაზრდას. ურიეთ კიდევ 1–2 წუთი და გადადგით ცეცხლიდან. ჩააცერით კაკაო და ვანილი, კარგად აურიეთ.ნელ-ნელა ჩაამატეთ გაცრილი ფქვილი. მოზილეთ რბილი, ოდნავ წებოვანი ცომი (ზედმეტი ფქვილი არ დაამატოთ, რომ ფენები არ გამაგრდეს).ცომი გაყავით 6–8 თანაბარ ნაწილად. გამოცხობა: თითოეული გუნდა გააბრტყელეთ პირდაპირ საცხობ ქაღალდზე თხელ ფენად, ჩანგლით რამდენიმე ადგილას დაჩხვლიტეთ. გამოაცხვეთ 180°C-ზე წინასწარ გახურებულ ღუმელში 4–6 წუთის განმავლობაში. ცხელივე ფენას ჩამოჭერით თანაბარი პირები (ჩამოჭრილი ნაწილები შეინახეთ დასაფხვნელად). კრემი: ოთახის ტემპერატურის კარაქი ათქვიფეთ შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად ჰაეროვანი, თეთრი მასის მიღებამდე. ოთახის ტემპერატურის არაჟანი ნაწილ-ნაწილ (თითო სუფრის კოვზით) ჩაამატეთ კარაქიან მასაში და დაბალ სიჩქარეზე აურიეთ, სანამ ერთგვაროვან, ნაზ კრემს მიიღებთ. ნამცხვრის აწყობა: ფენებს თანაბრად წაუსვით კრემი და დაალაგეთ ერთმანეთზე. გვერდებზე წაუსვით ცოტა კრემი და მოაყარეთ გამომცხვარი ცომის ნარჩენებისგან მომზადებული ნაფხვენი. მინანქარი:შოკოლადი, რძე და კარაქი გაადნეთ ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში (დაბალ სიმძლავრეზე), ურიეთ გლუვი და პრიალა მასის მიღებამდე. მოასხით ნამცხვარს ზემოდან და თანაბრად გაანაწილეთ. ნამცხვარი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 1 საათი, შემდეგ კი შედგით მაცივარში მინიმუმ 6–8 საათით (უკეთესია მთელი ღამით), რომ ფენები კარგად დარბილდეს და გაჟღინთოს.