ბატკნის ხორცი დავჭრათ წვრილად, ხოლო გაყინული დუმა გავხეხოთ. მოვთუშოთ და შევბრაწოთ ერთად ხორცი და გახეხილი დუმა. დავამატოთ გარეცხილი ბრინჯი და ნელ-ნელა დავასხათ ბულიონი. შევანელოთ პილპილით, ძირითა და მარილით, კარგად გადავურიოთ. დავაფაროთ თავსახური და ვადუღოთ ძალიან ნელ ცეცხლზე ბრინჯის მოხარშვამდე. ბოლოს კიდევ ერთხელ კარგად გადავურიოთ და უგემრიელესი შილა მზადაა!