მანდარინის შარლოტი - მარტივი და ეფექტური
მანდარინის შარლოტი - მარტივი და ეფექტური
დრო 40წთ
ულუფა 4
სირთულე საშუალო
შეინახე რეცეპტი

ინგრედიენტები

  • ჟელატინი - 4 ფურცელი (8 გ)შ
  • ნაღები 35 % - 500 მლ
  • შაქრის პუდრი - 90 გ
  • სავოიარდის ბისკვიტები - 250 გ
  • მანდარინი - 12
  • შოკოლადი
მომზადების წესები
გაარჩიეთ მანდარინი. 6 ცალი ათქვიფეთ ბლენდერში 50 გ შაქართან ერთად.
ჟელატინი დაალბეთ წყალში, შემდეგ ზედმეტი სითხე გადაწურეთ, ჟელატინი კი გაადნეთ და მანდარინის პიურეს დაამატეთ.
კარგად გაციებული ნაღები ათქვიფეთ დარჩენილ შაქართან ერთად. როცა გასქელდება, შეურიეთ მანდარინის პიურე.

საშუალო ზომის მაღალგვერდებიან ფორმას კიდეებთან შემოვულაგოთ სავოიარდის ბისკვიტები. ჩავასხათ კრემის ნაწილი, დავალაგოთ მანდარინის დაჭრილი ლებნები და ბისკვიტის ნაჭრები. შემდეგ ისევ კრემი. ასე გავიმეოროთ მეორედაც და თუ ფორმა საშუალებას იძლევა, მესამედაც. შარლოტი მზადაა, მაგრამ საჭიროა, რომ შევდოთ მაცივარში 12 სთ

სერვირების დროს თეფშზე ამოვატრიალოთ, მოვრთოთ ბისკვიტებით, შოკოლადით და მანდარინის ნაჭრებით

*ჟელატინი ყველა სხვადასხვანაირია, ამიტომ უმჯობესია ეტიკეტზე მითიტებული დოზები გაითვალისწინოთ
ტეგები:
ნაღები მანდარინი ნანახია: 10490