სპაგეტის ცომის მომზადება: მაგიდაზე გადმოყარეთ ფქვილი, შუაგულში გააკეთეთ ჩაღრმავება და ჩაასხით კვერცხები (100 გრ ფქვილზე 1 ცალი კვერცხი). მოზილეთ ცომი დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში, შეახვიეთ საკვებ პარკში და გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთით. მზა ცომი გააბრტყელეთ სამუშაო მაგიდაზე, გადაკეცეთ როგორც ვიდეოშია ნაჩვენები და დაჭერით სპაგეტის ზოლებად. დაჭრილი სპაგეტი დაკიდეთ სიმაღლეზე ან ცალკე მოამზადეთ, პარალელურად კი ადუღეთ წყალი, ჩაყარეთ მარილი და დაუმატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. ჩაყარეთ მომზადებული სპაგეტი მდუღარე წყალში და მოხარშეთ. ქათმის ფილეს მარინადი და შეწვა: ქათმის ფილეზე მოაყარეთ პაპრიკა, მარილი, ნივრის პუდრა, დაასხით ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. კარგად წაუსვით და გააჩერეთ 20 წუთით. გახურებულ ზეთიან ტაფაზე (ოქროსფერი ფერის მიღებამდე) შეწვით ქათმის ფილე ორივე მხრიდან. შემწვარი ფილე გადაიტანეთ ცალკე თეფშზე. სოუსის მომზადება: იმავე ტაფაში, სადაც ქათამი შეიწვა, მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. იმავე ტაფაში, სადაც ქათამი შეიწვა, მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი. მოაყარეთ იტალიური სანელებლების მიქსი, მარილი, ჩაასხით ნაღები და სპაგეტის ნახარში წყალი. გახეხეთ პარმეზანი, ჩაამატეთ სოუსში და კარგად აურიეთ. სოუსში გადაიტანეთ მოხარშული სპაგეტი და კარგად შეურიეთ. ბოლოს, ზემოდან დააწყვეთ შებრაწული ქათმის ფილეს ნაჭრები, მოახეხეთ პარმეზანი და გემრიელად მიირთვით.