ქათმის ფილე მოხარშეთ, გააგრილეთ და ხელით ან მიქსერის დახმარებით დააქუცმაცეთ. კიტრი გათალეთ, მოაჭერით შუა ნაწილი და დაჭერით სასურველი ფორმის თხელ ნაჭრებად. დაქუცმაცებულ ქათმის ფილეს დაუმატეთ დაჭრილი კიტრი, გადაწურული დაკონსერვებული სიმინდი და მაიონეზი. მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით. ბოლოს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ცერეცო და ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ, რათა მაიონეზის სოუსი თანაბრად გადანაწილდეს.