წიწიბურა გარეცხე, დაასხი 6 ჭიქა წყალი, დაუმატე მარილი და დაბალ ცეცხლზე მოხარშე, სანამ წყალს მთლიანად შეიწოვს. შემდეგ გააციე. კარტოფილი წვრილად გახეხე და კარგად გამოწურე. ხახვი წვრილად დაჭერი და ტაფაზე მოშუშე, სანამ დარბილდება. მოხარშული წიწიბურის ნახევარი ჩანგლით კარგად დასრისე, მეორე ნახევარი კი მთლიანი დატოვე. დაუმატე კარტოფილი, მოშუშული ხახვი, 2 კვერცხი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი, შავი პილპილი, პაპრიკა და ფქვილი. ყველაფერი კარგად აურიე და 10–15 წუთით გააჩერე. სველი ხელებით მიეცი კატლეტებს სასურველი ფორმა და საშუალო ცეცხლზე შეწვი ორივე მხრიდან, სანამ ლამაზად არ დაიბრაწება.