ცხელ ქვაბში ჩაასხით ზეთი, დაამატეთ კარაქი და გადაიტანეთ დაჭრილი ხორცის ნაჭრები. დაამატეთ ერთი თავი დაჭრილი ხახვი და მოშუშების შემდეგ დაასხით წყალი (პირველი წყალი შეგიძლიათ გამოუცვალოთ). შემდეგ კვლავ დაასხით წყალი და ხარშეთ ხორცის მომზადებამდე. დაამატეთ დაჭრილი სტაფილო, ბულგარული წიწაკა, დაჭრილი კარტოფილი, კანგაცლილი დაჭრილი პომიდორი და ნიორი. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ კარტოფილის სრულ მომზადებამდე. დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ კარტოფილის სრულ მომზადებამდე. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი ქინძი. სირვისის დროს თეფშზე შეგიძლიათ დაამატოთ კიდევ ცოტა ქინძი და ერთი კოვზი არაჟანი.