ყველა სანელებელი, 1 ფორთოხლის კანის ჩათვლით, ჩაყარეთ ღვინოში და 24 სთ დატოვეთ. ჟელატინი ცივ წყალში დაალბეთ. ღვინო გაწურეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე, მაგრამ ნუ აადუღებთ. ცხელ ღვინოში ჩაამატეთ გადაწურული ჟელატინი, შაქარი და კარგად გახსენით. გაციების შემდეგ ჩაასხით შესაბამის ჭიქებში და მაცივარში შეინახეთ.სერვირების წინ მორთეთ ათქვეფილი ნაღებით. შეგიძლიათ ნაღების სპრეი გამოიყენოთ, რომელიც ბოთლებით იყიდება.